„ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე გიგა ბოკერია ოპოზიური კოორდინაციის ინიციატივას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ ამ ინიციატივას ფრთხილად ეკიდება.
„ევროპული საქართველო იმიტომ მოვეკიდეთ ფრთხილად ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ამ ინიციატივას გაერთიანების შესახებ, რადგან ბევრჯერ გვაქვს ნანახი, რომ გიორგი ვაშაძისითვის, ნაციონალური მოძრაობისთვის ერთიანობაზე საუბარი ხშირად არის სადღეგრძელო, რომ ხალხს ასიამოვნონ
ხოლო საქმე-საქმეზე როცა მიდგება, თუ მათ გარშემო არ ხდება ეს გაერთიანება, მაშინ ჩაშლიან ამას, ეს ბევრჯერ მომხდარა აქამდე, ამ ინიციატივის ერთ-ერთი პრობლემა ეს არის“, - თქვა ბოკერიამ.