„ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. არავინ ჩვენ ნაცვლად არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი, ვინც ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნედ პრაისის განცხადებას
„ გვჭირდება მათი დამარცხება, ვისაც უნდა, რომ ამ საბჭოთა, პუტინისტურ ჭაობში ვიყოთ და თაობები შეეწიროს ამას. ამას, თუ ვიზამთ, ჩვენ გვექნება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა, თუ არა, მაშინ ამ ფასს შემდეგი თაობები გადაიხდიან, ისევე, რაც ვიხილეთ 90-იანი წლებიდან დღემდე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ