„საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე ძალიან დაბალია, რაც კიდევ უფრო ამდაბლებს და აკნინებს არა მხოლოდ მათ მიმართ დამოკიდებულებას, არამედ სრულიად ქვეყნის რეპუტაციაზეც მოქმედებს ის წერილები, რომლებსაც ისინი უგზავნიან საერთაშორისო ინსტიტუტებს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პაპუაშვილის წერილს
„ევროპის საბჭომ, მიუხედავად მისი შიდა პრობლემებისა, მიიღო ცნობიერი გადაწყვეტილება, რომ მოეხსენებინა პუტინთან დაკავშირებული პატიმრების სიაში სხვებთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი, რომ მართლა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პატიმარია პუტინისთვის, იმიტომ რომ ასე ღიად ის არავის არ დამუქრებია ანგარიშსწორებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით დავა და წარდგენა მთელი ძალიან დიდი არზის, მე ვფიქრობ აბსოლუტურად ცდება საპარლამენტო საერთაშორისო სტანდარტებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გაუგებარ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს.
ის კი არ არის რაიმე დარღვევა რომ ევროპის საბჭომ სააკაშვილი მოიხსენია ან სხვა გადაწყვეტილება მიიღო ამ მხრივ და ჩანაწერი გააკეთა, ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და პრინციპებზე, რაზეც მიუთითებს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავარი დარღვევაა ის, რომ შენ არ გაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, გაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გყავს პოლიტიკური პატიმრები, მედია-თავისუფლება არ არის, არჩევნებს არ ატარებ წესიერად და სხვა პრინციპები ევროსაბჭოს არ გააჩნია, იმიტომ რომ ამაზე უნდა გაამახვილოს საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება და უნდა იმუშაოს, თუ მას ეს შეუძლია და არ უნდა ედავოს საერთაშორისო ინსტიტუტებს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა