ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამისთვის კი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის, ქართველი ხალხისთვისაც, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობის აღდგენა, რათა პუტინის ამ ტერორისტულმა რეჟიმმა ვერ განახორციელოს თავისი მისწრაფებები და თავისას ვერ მიაღწიოს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი გამოცხადდა ტერორიზმის დამფინანსებლად. ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომელსაც სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს და ამაში ძალიან ნათელი პოზიცია უნდა გვქონდეს. ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს ასევე არის როგორც საქართველოს, ისე ბალტიის ქვეყნების, გაცილებით ფართო გავრცელება და გავლენა აქვს. სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამისთვის კი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე ვისაუბრეთ დღეს“, – განაცხადა მარკო მიჰკელსონმა.