მხოლოდ „გადადექის“ ძახილი არ უშველის, თუმცა გადადექიც მნიშვნელოვანია. უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა, რომ ჯოხი სხვაზე გადატეხოს. ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ,– ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვაკის პარკის შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.
„სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიების ძალიან გრძელი ჩამონათვალია. 2009 წელს, დიღომში, სტადიონზე ბავშვს ძელი დაეცა და დაიღუპა. ამ წელსვე „რუსთავი 2“-ის შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა. შარშან ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაშავდა. ახლა ვაკის პარკში ეს ტრაგედია მოხდა. სისტემური პრობლემის მთელი ჯაჭვია. ერთია – თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობა და 2009 წლიდან რომელი თანამდებობის პირი გადადგა და იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა? ან ვინ დააკავეს მაღალი თანამდებობის პირი და არა ყავის მომდუღებლის თანაშემწე? სისტემური პრობლემაა ის, როგორ ტარდება ტენდერები, როგორია მოთხოვნა, ექსპერტების კვალიფიკაცია როგორ მოწმდება, სამშენებლო ნორმები არ არსებობს. თუ ამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ, მხოლოდ „გადადექის“ ძახილი არ უშველის, თუმცა გადადექიც მნიშვნელოვანია. უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა, რომ ჯოხი სხვაზე გადატეხოს. ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა