„მე, საერთოდ, მიყვარს მსჯელობა შედეგებით. ყველა ექსპერტი, რომლებიც მოწვეული იყვნენ „ემპათიის“ მიერ და რომლებმაც დააკმაყოფილეს საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, შევიდა და მოინახულა მსჯავრდებული სააკაშვილი, მათ შორის, ამერიკელი ექიმიც, თუ არ ვცდები, გვარად კობი ... თუ შესაბამისი მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი და არ დადასტურდა, რომ ამ ადამიანს ნამდვილად შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნების დაკმაყოფილება იმისთვის, რომ საექიმო საქმიანობა აწარმოოს, ბუნებრივია, მას არ მიეცემა შესაბამისი ლიცენზია... როდესაც დამატებით მათ წარადგინეს შესაბამისი საბუთი, როგორც საზოგადოებამ იხილა, ის შევიდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.