რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მიზნისთვის მისი მომხრეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავდნენ – ადრე ეს იყო პოლიტიკური არეულობის შექმნა, ახლა კი – სამედიცინო მოტივი. ამას გარდა, ბოლო პერიოდში დაიწყო შეტევა სამედიცინო პერსონალზეც.
„რაც კი მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი. ეს ადამიანი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება არა ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ თერაპიულ განყოფილებაში. ბოლო დროს ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ დაიწყეს უკვე მიზანმიმართული შეტევა სამედიცინო პერსონალზე, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე ვფიქრობ, ნებიმისმიერ ექიმს, რომელიც ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ეკუთვნის მადლობა და არავითარ შემთხვევაში – შეურაცხყოფა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.