ყველას ესმის, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში, პირველ რიგში, გულისხმობს დებიძინიზაციას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენე ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას განაცხადა.
"მე შემიძლია გავიმეორო, რას ამბობენ ევროპარლამენტის წევრები, როცა საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე საქართველოში, ეს უკვე აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტის წევრებმა დიდი უმრავლესობით მიიღეს. რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად იყო აღნიშნული. ევროპულმა პარლამენტმა მოითხოვა სანქციები სწორედ მასზე [ბიძინა ივანიშვილზე] ქართული ოცნება შეიძლება თავს აჩვენებს, რომ არ ესმის ზუსტად, თუ რას ნიშნავს ეს და ახდენს ევროპული კომისიის მოსაზრებების მანიპულაციას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მანიპულაცია და თავის მოჩვენება, თითქოს არ ესმით, რა ხდება რეალურად, არ დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
აღარ არის ის დრო, როდესაც, ვთქვათ, საბჭოთა პერიოდში მთავრობას შეეძლო მოსაზრებების მანიპულირება, ევროკავშირში მსგავსი მანიპულაციები არ არის დასაშვები. რა თქმა უნდა ყველას ესმის, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში, პირველ რიგში, გულისხმობს დებიძინიზაციას და უფრო და უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამას ჩვენი შეხვედრების ფარგლებში, როცა ამ პრობლემებზე ვსაუბროთ. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება საქართველოსთვის", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.