არავინ არ უსმენს, ეს ტყუილია, ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი.
„ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, ნახავთ, რომ დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი. ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, მათ შორის ჰაკერების, არსებობს კონსპირაციული ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საშუალება, გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა, მოგისმინონ და ა.შ. არავინ არ უსმენს, ეს ტყუილია. ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო. თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.