შშ-ის ელჩი, კელი დეგნანი “ქართული ოცნებიდან“ წასულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების გზავნილი დამაბნეველია.
„ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება კარგად ხედავს რაც ხდება აქ. ჩვენ წარსულშიც ვთქვით, რომ ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის: ერთი მხრივ, დათანხმება მათ ხედვებზე, ვინც როგორც ჩანს, ძირს უთხრის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობას და მეორე მხრივ პრემიერ მინისტრისა და სხვებს განცხადებები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობაზე, ასევე სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მე მირჩევნია ფაქტებზე ვისაუბრო, სიმართლეზე ვისაუბრო. უამრავი დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები ვრცელდება.
ფაქტი ისაა, რომ 30 წელია, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, რომ გააძლიეროს უსაფრთხოება, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობას. 30 წელია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში. ვიტყოდი, რომ ის დადებითი ეკონომიკური მაჩვენებელი, რაც საქართველოს ახლა აქვს, ნაწილობრივ მაინცაა დაკავშირებული აშშ-ის, ევროკავშირის, საქართველოს მეგობრების მხარდაჭერასთან, რაც იმისკენაა მიმართული, რომ შერბილდეს კოვიდ-19-ის შედეგები, დაეხმაროს საქართველოს, უკრაინაში რუსეთის ომის გავლენის გარდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი ამ უპრეცედენტო სიტუაციიდან გამოსვლისას“, - თქვა დეგნანმა.