ქართული ოცნების“ თავმდომარის ირაკლი კობახიძის განცახდებით, 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა ქვეყანაში როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში.
მისივე თქმით, ორი გლობალური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკა 2012 წელს იყო 27 მილიარდი და „წელს უკვე გადასცდება 70 მილირდს“.
„ანუ აქაც გვქონდა ფუნდამენტური წინსვლა. მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში 4 200 დოლარიდან 6 000 დოლარამდე გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი.
სიღარიბეს რაც შეეხება, უკვე შემცირდა გასული წლის მაჩვენებლები 30 პროცენტიდან 17.5 პროცენტამდე. ეს ნიშნავს, რომ 450 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე ამოვიდა სიღარიბიდან და ეს მაჩვენებელი ნახევარ მილიონს გადასცდება ამ წლის ბოლოს. რა თქმა უნდა, მეტია გასაკეთებელი“, - თქვა კობახიძემ.