ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„უმრავლესობას რაც შეეხება, „ხალხის ძალის“ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი. „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს. როცა ოთხი წევრი ვიყავით „ხალხის ძალაში“, მაშინ ჩვენ გარეშე უმრავლესობა არსებობდა. დღეს უკვე ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ქართული ოცნებიდან" წასულ ოთხ დეპუტატს - სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან მათი ხუთი კოლეგა უერთდება, ამის შესახებ მათ მოძრაობა "ხალხის ძალის" ბრიფინგზე განაცხადეს.