პოლიტიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენის საკითხის გადაჭრა არის ის, რასაც გულისხმობს დეოლიგარქიზაცია, სხვა პრიორიტეტები თუ შესრულდება აზრიანად, ვფიქრობ, აღმოიფხვრება არასათანადო გავლენის რისკი და თუ არა, ის ნამდვილად შემცირდება მაინც, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაცია არის ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილ 12 პრიორიტეტს შორის, რადგან მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე.
„დანარჩენი 11 პრიორიტეტის შესრულებას ექნება დიდი გავლენა, რომ შემცირდეს ან აღმოიფხვრას კიდეც ნებისმიერი პირის ან ნებისმიერი დაფინანსების არასათანადო გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სოციალურ პროცესებზე. პოლიტიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენის საკითხის გადაჭრა არის სწორედ ის, რასაც გულისხმობს დეოლიგარქიზაცია. სწორედ ამიტომ, თუ სხვა პრიორიტეტები შესრულდება აზრიანად, ჭეშმარიტად ეფექტიანად, ვფიქრობ, არასათანადო გავლენის რისკი აღმოიფხვრება და თუ არა, ის ნამდვილად შემცირდება მაინც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.