სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი. ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკივიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ 29-პროცენტიანი პარტია რვა პროცენტამდე დაიყვანა.
„ნიკა მელიას განცხადებას არც ერთი მხარე არ აქვს, რითიც შეიძლება, გაამართლო. თუ პოლიტიკას გამოაცლი მორალს, საერთოდ არაფერი არ შეგრჩება და შეგრჩება ის წუმპე, რომელშიც 30 წელია, საქართველოს ამყოფებენ ზუსტად იმ ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც აცლიან მორალს პოლიტიკას. შეუძლებელია ასე, მორალგამოცლილი პოლიტიკა ტალახია. ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ. როდის შეიტყო მან კეზერაშვილის ოლიგარქობის შესახებ, გუშინწინ? წავიკითხე მისი განცხადებები სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარტნიორად მიიჩნევს მას. ეს საზიზღრობაა, არ შეიძლება. მე კი კეზერაშვილამდე, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად მქონდა მასთან პრეტენზიები, სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი, რაც კატასტროფა იყო. ეს ხომ არ იყო არჩევნები. ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას, რომელთანაც გვაქვს პრეტენზიები, რომ ბიუჯეტი იძარცვება, საზღვრები არ კონტროლდება, კატასტროფული მდგომარეობაა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ჯერ, ეს უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე 12 პუნქტი მიიღოს ქვეყანამ. აი, ამ დროს რომ შენ სტაგნაციას შემოიტან“, - თქვა ჩარკვიანმა.