თბილისი-ბათუმის მატარებელი ერთი დღით "პოეტურ ექსპრესად" იქცა.
გამომცემლობა "ინტელექტის" ინიციატივით, ვაგონებში პროექტის "100 ლექსის სამყარო" მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ბათუმში ჩასვლამდე მგზავრები უამრავი სიურპრიზის მომსწრენი გახდებიან.
გამომცემლობა "ინტელექტი" აღნიშნულ პროექტს უკვე მე-4 წელია ახორციელებს. უკვე გამოიცა ვაგონებში გაჟღერებული ლექსების 50-მდე ტომი.
აქცია დღეს საღამოს, ბათუმში, ლიტერატურულ კაფეში დასრულდება.