საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კლიმატის ცვლილებით შექმნილი პლანეტარული კრიზისები, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას.
„დღეს, როდესაც მე აქედან მოგმართავთ, მთელი კაცობრიობა საფრთხეების წინაშეა, რომელთა იგნორირება აღარ შეგვიძლია. კლიმატის ცვლილებით შექმნილი პლანეტარული კრიზისები, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. მრავალი გამოწვევის მსგავსად, ის, პირველ რიგში, გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე და აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებას“,- განაცხადა პრემიერმა.