„ეს ცინიკური პასუხი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქვეყნის მტრების თვალთვალის ნაცვლად, იმ გარე ძალების წინააღმდეგ მოქმედებების ნაცვლად, ვინც ჩვენი მტერია, ვგულისხმობ რუსეთს, ქვეყნის შიგნით ორგანიზებული დანაშაულის, შავრაზმული ჯგუფების ნაცვლად, მათი სამიზნე არის ყველა პოლიტიკური ოპონენტი, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, თუ სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენელი”, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლილუაშვილის განცხადებას
„ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, იმიტომ რომ როდესაც რეჟიმი არ უპირისპირდება მტერს, ესე იგი მტრის საქმეს აკეთებს. თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რამხელა დარღვევაა ამ ფორმით ადამიანების ცხოვრებაში შეჭრა. ივანიშვილის რეჟიმმა ახალი სიმაღლე დაიპყრო, ღიად გვეუბნება, რომ მათ სამიზნეს ქვეყნის მტრები არ წარმოადგენენ, რადგან ისინი მათთან ერთსულ და ერთხორც არიან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.