ფიქრობ, ჩვენ ამერიკული მმართველობით უნდა წავიდეთ - სასამართლო უნდა გავხადოთ უკეთესი, სადაც არ დადგება დღის წესრიგში მისი ობიექტურობა და სახალხო დამცველის როლი ნელ-ნელა შემცირდება, მაგრამ, მანამდე, სანამ ეს მოხდება, ჩვენ რაღაცნაირად... სახალხო დამცველი თუ რამეში გვჭირდება, გვჭირდება მხოლოდ ერთადერთი საქმისთვის - ეს არის სასამართლო სისტემის კონტროლი ან სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემაზე მუშაობა. არცერთი სხვა თემა, ჩემი აზრით, იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს.
ჩვენ დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება, იყოს ის სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და რაღაცნაირად, ჩვენ ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს გააჩნია, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფიქსირდება და ძალიან რთულია, ფაქტობრივად რაღაცნაირად, სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან რეალურად გააკონტროლოს რამე ქვეყანაში, ამ ფაქტმა მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, რომ ვერავის ვერ ვენდობით, არავინ არ გვყავს ისეთი კანდიდატი, ვინც არის... მაგრამ გადავწყვიტეთ, უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ ამ პროცესში და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ, მე გირჩის სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას.