ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა - კელი დეგნანი
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატების თავდასხმებს აშშ-ზე.
ამასთან დაკავშირებით კელი დეგნანმა მთავარი არხის გადაცემა პოსტ-ფაქტუმში ისაუბრა. ელჩის თქმით, კითხვები არსებობს დეპუტატების მიმართაც და გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მათი განცხადებები.
"არაერთი მაღალჩინოსანი მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. ასევე არის კითხვები იმაზე, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას.
ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია", - თქვა კელი დეგნანმა.