„ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან მკაფიოდ ხედავს სურათს. ეს არ არის მხოლოდ 25%, რომელიც პირდაპირ იძახის, იქ ვინც საუბრობს დემოკარტიის ნაკლებობაზე, ქვეყნის შიგნით ვითარებაზე ან სახელმწიფო ბიუროკრატიის არაპროფესიონალიზმზე და რუსეთის ფაქტორზეც, მათშიც მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივია, ამ რეჟიმის პოლიტიკას გულისხმობს, ეს ნათელია“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია NDI-ის კვლევებს
„ოღონდ ჩვენ, როგორც ქვეყანას გვჭირდება, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს უმძიმესი სურათი უნდა გახდეს ნათელი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მაგრამ ამ კვლევაში, ამ თვალსაზრისით უკვე იკვეთება ეს სურათი, რომელიც კიდე უფრო უნდა გამყარდეს.
ეს ასახავს იმ მძიმე რეალობას, რომ ეს რეჟიმი ჩვენ გვტოვებს რუსეთის საფრთხის წინაშე და გვაშორებს ჩვენს ისტორიულ ამოცანას, თავისუფალ სამყაროს, დასავლეთს, ევროპას, აშშ-ს, დემოკრატიას, ამას თუ თვალი არ გავუსწორეთ, ვერ დავამარცხებთ ამ რეჟიმს მშვიდობიანად და ამიტომ არის რომ ამ კველვაში იკვეთება ამ მძიმე რეალობის აღქმის სურათი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“ - გიგა ბოკერია.