„ბატონი კოქსი კარგად მახსოვს მეც პერსონალურად და ქართულ დელეგაციას ვარდების რევოლუციის შემდეგ რამოდენიმე სხვა ფიგურასთან ერთად, მათ შორის იყო შვეიცარიელი სოციალისტების ლიდერი, ბრიტანელი ლიბერალი ბატონი ჰენკოკიც, პუტინის რეჟიმის ადვოკატობით გამოირჩეოდნენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ აგრესიული პოზიციით.
შემდეგ უკვე ყველაზე წყალგამყოფი ამბავი იყო საქართველოში სამხედრო აგრესიის მერე 2008 წელს, თუ ვინ გახლდათ მთავარი სპიკერები, რომლებიც რუსეთისთვის ხმით ჩამორთმევის წინააღმდეგ იყვნენ, ხოლო ბატონი კოქსი ერთ-ერთი მათგანი იყო, საკვანძო ფიგურა იყო“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია PACE -ის პრეზიდენტის რუსეთის გავლენის აგენტობაში დადანაშაულებას.
„მეორე საინტერესო ასპექტია, მთელი ამ წლების განმავლობაში, მანამდეც კი სანამ ბატონი კოქსი აქ ჩამოვიდოდა არჩევნებზე დასაკვირვებლად, თუ გადავადებთ სიას იმ ფიგურებისა ევროსაბჭოში, ვინც იყვნენ ყველაზე გამორჩეულად პრორუსული, ანტი-საქართველოს ინტერესების მქონე სპიკერები და შემდეგ უკვე ქართული ოცნების მიმართ სიმპათიებით ან ნაკლები კრიტიკით ან კრიტიკის შერბილებით დაკავებულნი, ამ ორ სიას თუ გადავადებთ, შეიძლება 100%-იანი დამთხვევა არ მივიღოთ, მაგრამ 90%იან დამთხვევას მივიღებთ, ბატონი კოქსი ერთ-ერთი მათგანია
მისი საქციელიც და ის განცხადებებიც, რაც მისგან გვესმოდა წლების განმავლობაში საქართველოში ვითარებაზე და კერძოდ არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე მისი განცხადებები 2008 წლის აგრესიის მერე რუსეთის ხმის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ირიბი მტკიცებულებებია იმის, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე არა მარტო კოქსთან მიმართებაში, არამედ ივანიშვილითან და ქართულ ოცნებასთან მიმართებაშიც“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ