ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რელიგიურ მსახურებებს კვირაში ერთხელ მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი ესწრება.
კითხვაზე - "განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას", - 15%-მა არასდროს უპასუხა, 67%-ის თქმით, უფრო იშვიათად, 17% კი კვირაში ერთხელ.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
