დღეს, 15:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სილამაზის კონკურსი "თბილისის დედოფალა 2010" გაიმართება.
კონკურსი ბიზნესჯგუფ "პელიკან თრეველ ჯორჯიას" ორგანიზებით ეწყობა. კონკურსში 6 დან 11 წლამდე ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსანტებს სპეციალური ჟიურის წევრები შეაფასებენ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი თამარ ჭონიშვილმა განაცხადა ჟიურს მომღერალი ეთერ კაკულია უხელმძღვანელებს.
პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა 2-კაციანი საგზური ეგვიპტეში.