„ამ ხელისუფლების პირობებში არასწორია აქცენტის გაკეთება სავიზო რეჟიმზე, იმიტომ რომ სავიზო რეჟიმი რომც იყოს, თუ უარყოფს ხელისუფლება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას, აზრი არ აქვს“, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ჟურნალისტების მიერ რუსეთის აგენტების შემოდინებაზე დასმულ შეკითხვას
„ჩვენ ვხედავთ როგორც იქცევიან, სავიზო რეჟიმი საჭირო არ არის თუ არ გინდა ვინმეს შემოშვება, ძალიან ხშირად პუტინთან დაპირისპირებულ რუსეთის მოქალაქეებს აჩერებენ საზღვარზე. რეალურად ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, თუ კი ვინმეს უნდა ვიღებდეთ ავტომატურად, ეს არის ის ხალხი, ვინც რეალურად ებრძვის პუტინს, მათი თავშესაფარი უნდა იყოს საქართველო ისევე, როგორც არის მთელი თავისუფალი სამყარო.
რაც შეეხება სხვებს, როდესაც გვეყოლება ეროვნული ინტერესების მქონე, პროდასავლური ხელისუფლება, თუ კი ნაკადი დიდია, მაშინ სრულიად ბუნებრივია მათი რეგულირება. ამას სავიზო რეჟიმიც არ სჭირდება, ამისთვის საკმარისია პრემიერმინისტრის განკარგულებაც, რომ რაღაც ფილტრები დააწესო, რომელშიც ქვეყნის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, ჩვენ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ მის შეცვლაზე და არა იმაზე ამ რეჟიმის პირობებში შეიძლება თუ არა ნაკადის შეფერხება, რომც გამოგვივიდეს ეს ჩვენს მტერს პუტინის რუსეთს ამ რეჟიმის პირობებში უამრავი ინსტრუმენტი აქვს ამ ხელისუფლებისვე დახმარებით ჩვენი სახელმწიფროობის რყევის, დასუსტების ან რა ამოცანაც აქვს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ