წუხელ, გვიან ღამით, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტში, ერთ-ერთი შენობის მეორე სართული ჩამოინგრა.
ინციდენტის შედეგად 8 მუშა დაშავდა, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ამ დროისთვის ისინი მრავლობითი მოტეხილობებით ბათუმის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ექიმების განცხადებით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაზარებულები წუხელვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ლევან ანთაძემ მოინახულა.
ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარებს.