"ივანიშვილის რეჟიმის საფირმო ნიშანია წლების განმავლობაში, ვინც არ უნდა იყოს, რომელი პოლიტიკური არარაობაც არ უნდა იყოს ივანიშვილის ქვეშ ამა თუ იმ თანამდებობაზე, მათ შორის პრემიერმინისტრად, თავის ქება და თვითკმაყოფილება, ბიუროკრატიის ანუ მათი ნეპოტისტური, პოლიტიკურ-კორუფციული ინტერესების დაფინანსების ზრდა ხალხის ხარჯზე, გადასახადების ზრდა მთავრობის ზომის შეუმცირებლობა მოქალაქეების ხარჯზე და ინფლაცია", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს
"ჩვენ თუ დავითვლით ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლიდან, ვნახავთ, რომ ინფლაციას ანუ ცხოვრების გაძვირება ადამიანებისთვის და ეკონომიკურ ზრდას თუ შევადარებთ, პირველი გადაწონის მეორეს. ახლა განსაკუთრებით ფაზაშია ეს ყველაფერი.
შემოსავლების ზრდას უსწრებს ფასების ზრდა და ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის პოლიტიკისა: გადასახადების არ დაწევის, მთავრობისა და ბიუროკრატიის ზომის ზრდის, კორუფციისა და ამ თვალსაზრისით ხედვის უქონლობის. ამის ფასს ვიხდით ყველანი, ანუ ჩვენ ყველას რეალურად მთავრობა, განსაკუთრებით საშუალო კლასსა და გაჭირვებულ ადამიანებს სხვადასხვა დოზით ჯიბიდან აცლის ფულს მთელი ამ წლების განმავლობაში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.