10 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო 79-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დაასახელეს.
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს "ოქროს ლომის" გამარჯვებული ამერიკელი რეჟისორის ლორა პოიტრასის ფილმი "მთელი სილამაზე და სისხლისღვრა" გახდა.
მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო პროგრამაში 23 ფილმი იღებდა მონაწილეობას.
"ვერცხლის ლომი" საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა იტალიელ ლუკა გიადანინო ფილმისთვის "ძველები და სხვა ყველაფერი".
"ვერცხლის ლომი" (ჟიურის გრანპრი) გადაეცა ფრანგ რეჟისორ ელის დიოპს, ფილმისთვის "წმინდა ომერი".
საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა და "კოპა ვოლპის" პრიზი გადაეცა ამერიკელ მსახიო კეიტ ბლანშეტს ტოდ ფილდის ფილმში, "ტარი", შესრულებული მთავარი როლისთვის.
საუკეთესო კაცი მსახიობის პრიცი ("კოპა ვოლპი) გადაეცა ირლანდიელ მსახიობ კოლი ფარელს მარტინ მაკდონაჰის ფილმში, "ინიშერინის ბანშიებში" შესრულებული როლისთვის.
მარტინ მაკდონაჰმა საუკეთესო სცენარის ნომიაციაში გაიმარჯვა ფილმისთვის "ინიშერინის ბანშიები".
ვენეციის კინოფესტივალი ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ირანელმა რეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ ფილმისთვის "დათვები არ არიან".
"მარჩელო მასტროიანის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის" გადაეცა ტეილორ რასელს ლუკა გიადანინოს ფილმში, "ძველები და სხვა ყველაფერი" შესრულებული როლისთვის.
წელს ფესტივალის საპატიო "ოქროს ლომი" ფრანგ მსახიობს კატრინ დენევს გადაეცა.
საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური თავმჯდომარეობდა.
ვენეციის 79-ე საერთაშორისო კინოსფეტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.