საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
ელჩის თქმით, 12 რეკომენდაციაზე სხვადასხვა ხედვის გათვალისწინება, ძლიერი სიგნალი იქნებოდა.
"ძალიან ნორმალური პროცესია, რომ არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია. ძალიან ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის, თუ მოხდებოდა ინტეგრაცია სხვადასხვა მოსაზრების, რომლებიც იყო წამოწეული. კარგი სამუშაო შესრულდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ახლა ამოცანაა ამის გაერთიანება ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელიც გამოხატავდა აქ, საქართველოში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას. ევროკავშირის სურს ამ ერთიანი ხმის მოსმენა, როდესაც ბევრი ხმა ერთ ხმად არის შეკრული ამ 12 რეკომენდაციაზე საპასუხოდ. იმედი მაქვს, საქართველო მზად იქნება ამის წარდგენისთვის", - განაცხადა კელი დეგნანმა.