ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიანი დისტანცია 1:53.16 წუთში დაფარა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ წივწივაძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე.