ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას და არაფრად აგდებს ევროპული სტრუქტურების რეკომენდაციებს, - აცხადებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
დეკანოიძის მტკიცებით, ის ნაბიჯები რომელსაც ოცნების ხელისუფლება თითქოს დგამს, რეკომენდაციების შესასრულებლად, მხოლოდ იმიტაციაა და მათი მხრიდან, ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.
"ვენეციის კომისიის დასკვნა და ზოგადად ექსპერტების დასკვნა, რომელიც არიან კომისიაში, მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
"ქართული ოცნება" არ აპირებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, განსაკუთრებით საკანონმდებლო ჩარჩოს გასააქტიურებლად, იმიტაციურია;
ქართული ოცნება და მმართველი უმრავლესობა არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობების რეკომენდაციებს და ვიცესპიკერმა ვოლსკიმ პირიქით, ბრალი დასდო ვენეციის კომისიას;
ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამომხატველი საქართველოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების და მათ შორის, სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღია, გულისხმობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, არის ადამიანების მოტყუება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.