პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან მისი ქვეყანა დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად მძიმედ დაზარალდა.
Associated Press-ის ცნობით, მაშველები ჯერ კიდევ ვერ მიაღწევენ ბევრ რაიონს, სადაც ხალხი ევაკუაციას ელოდება.
ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, პაკისტანში წყალდიდობას 937 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან მესამედზე მეტი ბავშვია. სტიქიის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შაჰბაზ შარიფი შეხვდა უცხოელ დიპლომატებს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, წყალდიდობა უფრო დამანგრეველი იყო, ვიდრე 2010 წელს, როდესაც სტიქიის შედეგად 1700 ადამიანი დაიღუპა.
წყალდიდობამ დააზიანა 170 ათასზე მეტი სახლი, წალეკა გზები, დაინგრა 150-მდე ხიდი.
გაერო აცხადებს, რომ პაკისტანის დასახმარებლად 3 მილიონ დოლარს გამოყოფს.
მუსონური წვიმები პაკისტანში ჩვეულებრივ ივლისში იწყება, მაგრამ წელს წვიმა ჯერ კიდევ ივნისში მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.