პარტია"პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ეხმიანება "ოცნებიდან" გასული დეპუტატების დღევანდელ განცხადებას, სადაც ისინი მორიგჯერ თავს ესხმიან შეერთებული შტატების საელჩოს და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაშ ადანაშაულებენ.
"ბატონმა ივანიშვილმა "ყმაწვილების კვარტეტის" მეშვეობით, საზოგადოებას გრძელი ეპისტოლე გამოუგზავნა, სადაც ორი მთავარი გზავნილი იკვეთება:
1. ამერიკის შეერთებულ შტატები ვერ იტანს სუვერენულ საქართველოს.
2. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას.
პასუხი პირველ გზავნილზე: დღეს საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის, რადგან ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის. ყველაფერი ექვემდებარება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, ფსევდო-მეფეს, რომელიც თავის მხრივ, არის რუსეთის ვასალი. 2018 წლის მერე „ოცნების“ ხელისუფლება ყველა არჩევნებს აყალბებს. ბატონმა გოგაშვილმა, მათივე გუნდის წევრმა, რომელიც თავისი გავლენებით პირველ ხუთეულშიც კი შედიოდა, ამხილა არჩევნების გაყალბების ისეთი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ეუთო-ოდირსაც კი დაუძვრა. აქ სად ხედავთ სუვერენიტეტს?!
დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ენერგიაში და ჩვენ აუცილებლად, ლეგიტიმურად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს!
რაც შეეხება მეორე მესიჯს, რომ ამერიკის შეერთებულ შტაბებს სურს რევოლუცია საქართველოში - შეგახსენებთ რევოლუციის ფორმულას: როცა ხალხს აღარ სურს ისე ცხოვრება და ხელისუფლებას არ ძალუძს ახლებურად მართოს ქვეყანა. ეს რევოლუციის ძველისძველი ფორმულაა და დიახაც, „ოცნებამ“ რევოლუციური სიტუაცია ჩამოაყალიბა საქართველოში! ჩვენი ქვეყნის 90 %-ს სურს ევროკავშირი, დასავლური ფასეულობები და შემოსავალი, ხელისუფლება კი არის რუსეთის ვასალი, აგინებს დასავლეთს, არ იზიარებს დასავლურ დემოკრატიულ ფასეულობებს, პირდაპირ გადასულია ერთი პიროვნების დიქტატურის მშენებლობაზე და არ ძალუძს უზრუნველყოს ადამიანების შემოსავლების ზრდა. დიახაც, ეს წინააღმდეგობრიობა არის რევოლუციური სიტუაციის წინაპირობა და ეს ფორმულა ხელისუფლების ჩამოყალიბებულია.
დასკვნა: რას ემსახურება ივანიშვილის ეს განცხადება?! - პრაქტიკულად არაფერს. მას ძალიან ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც მოატყუა, ყველა მიმართულებით და ეშინია ამ ხალხის დიდი, მშვიდობიანი პროტესტის", - აცხადენს ოქრიაშვილი.