შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 3-მილიარდიან სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. იუწყება ამერიკული მედია, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ეს იქნება კიევისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი ომის ექვსი თვის განმავლობაში.
ვაშინგტონი ამ დახმარების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას 24 აგვისტოს გეგმავს. ამ დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. გარდა ამისა, 24 აგვისტოს 6 თვე გავიდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან.
გავრცელებული ცნობით, დახმარება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა.
USAI საშუალებას აძლევს ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის გადასაცემი იარაღი შეიძინოს სამხედრო ინდუსტრიისგან.
დახმარება მოიცავს დასავლეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, სწავლებასა და ტექნიკურ მომსახურებას.
უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობამ 10.6 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ბოლოს შეერთებულმა შტატებმა კიევის სამხედრო დახმარების 19 აგვისტოს გამოუყო. მაშინ ეს იყო დაახლოებით 775 მილიონი დოლარი.