შეერთებული შტატების მთავრობა კიევს დამატებით 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ახალი სამხედრო დახმარების პაკეტით, ვაშინგტონი კიევს პირველად გადასცემს სადაზვერვო დრონებსა (ScanEagle) და ნაღმსაწინააღმდეგო მანქანებს, რომლებიც უკრაინელებს დანაღმულ ტერიტორიებზე გადაადგილების საშუალებას მისცემს.
სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს:
დამატებითი საბრძოლო მასალას სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS);
1000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ს;
16 ჰაუბიცას და საჭიროს საბრძოლო მასალებს;
ნაღმების აღმომჩენი აღწურვილობას;
15 სადაზვერვო დრონს ScanEagle;
მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტებს (HARMs) რუსული რადარებისთვის დასამიზნებლად;
ასევე, 40 ნაღმზე მდგრადი ჩასაფრებისგან დაცულ მანქანას, რომლებიც უკრაინელებს დანაღმულ ტერიტორიებზე გადაადგილების საშუალებას მისცემს ;ღამის ხედვის მოწყობილობებსა და სხვა.
ამრიგად, აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ 10,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.