ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინი ნარკოლოგიური ტესტი, რომელიც მან კერძო წვეულებაზე დასწრების გამო კრიტიკის შემდეგ ჩაიტარა, უარყოფითი აღმოჩნდა.
ფინეთის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, ტესტის შედეგების თანახმად, სანა მარინის სისხლში არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებების კვალი.
მათივე ცნობით, სანა მარინმა ტესტირების საფასური თავად გადაიხადა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი 19 აგვისტოს ჩაიტარა. მისი თქმით, ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება გადაწყვიტა, რათა გაფანტოს ყველა შესაძლო ეჭვი და წერტილი დაუსვას ჭორების გავრცელებას მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის წვეულებაზე მხიარულობდა ცნობილი ადამიანების კამპანიაში.