ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, გადაწყვიტა ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება, რათა გაფანტოს ყველა შესაძლო ეჭვი და წერტილი დაუსვას ჭორების გავრცელებას მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის წვეულებაზე მხიარულობდა ცნობილი ადამიანების კამპანიაში.
ნარკოტესტის ჩატარებისკენ პრემიერ-მინისტრს რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოუწოდა, რადგან მათი თქმით, ასეთ წვეულებაზე, შესაძლოა, ზოგიერთ სტუმარს ნარკოტიკი გამოეყენებინა.
პარასკევს ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე, 36 წლის სანა მარინმა თქვა, რომ მან ჩააბარა ტესტი და მომავალ კვირას ელოდა შედეგებს. ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს გამოუყენებია ნარკოტიკი.
"არაფერი უკანონო არ გამიკეთებია", - უთხრა მარინმა ჟურნალისტებს, - "ახალგაზრდობაშიც კი არ გამისინჯავს ნარკოტიკი".
სანა მარინის თქმით, ტესტი ჩაიტარა, რათა ბოლო მოეღოს ჭორებს და ყველას შეახსენა უდანაშაულობის პრეზუმფციის მნიშვნელობა.
მისივე თქმით, მან იცოდა, რომ წვეულებაზე იღებდნენ, თუმცა ძალიან იმედგაცურებული დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
"მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანებს ესმით - არსებობს სამუშაო დრო, მაგრამ ასევე არსებობს დრო დასვენებისთვის", - დასძინა მან.