კოსოვოში მყოფი ნატო-ს სამშვიდობო ძალები მზად არიან, ჩაერიონ, თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებების შემდე.
"მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ადგილზე გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინას მაღალჩინოსნებისა, თავიდან აირიდონ ესკალაცია", - თქვა სტოლტენბერგმა.
"მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ძალადობა. ნატო აგრძელებს ადგილზე ვითარების მონიტორინგს. ჩვენი მშვიდობისმყოფელების მისია (KFOR), რჩება ფოკუსირებული გაერო-ს მანდატზე. თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, KFOR-ი მზად არის ჩაერიოს", - დასძინა მან.
თავის მხრივ, ვუჩიჩმა თქვა, რომ ხუთშაბათს მოელის რთულ მოლაპარაკებებს კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან, რადგან ბელგდარი და პრიშინტა ყველაფერზე ვერ თანხმდებიან, თუმცა თქვა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ძალზე მნიშვნელოვანია.
ივლისის ბოლოს კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარება დაიძაბა. 31 ივლისს, კვირა საღამოს, ასობით ეთნიკურმა სერბმა, ორი სასაზღვო პუნქტის მიმართულებით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით დაბლოკა სატრანსპორტო მოძრაობა. მღელვარება მოჰყვა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სერბეთის მოქალაქეებს საზღვრის გადასაკვეთათ დროებითი დოკუმენტები უნდა მიეღოთ, ხოლო ჩრდილოთ კოსოვოში მცხოვრები სერბების ავტომანქანებს სერბეთში გაცემული სანომრე ნიშნები ადგილობრივით უნდა შეეცვალათ.
მოგვიანებით, კოსოვომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება 1-ელ სექტემბრამდე გადაავადა.
კოსოვოში ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები (KFOR) 1999 წლის ივნისიდიდან იმყოფებიან.
KFOR-ის ძალები, რომელიც შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შედეგად, 28 ქვეყნის 3 800 სამშვიდობოს აერთიანებს.