პარლამენტის შტურმის ფაქტის "გავრილოვის ღამედ" მოხსენიება არ არის კორექტული - იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის "გავრილოვის ღამეს" ახსენებს.
წილოსანის თქმით, უფრო მარტივი იქნება, თუ "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცემა.
"გაცილებით მარტივი იქნება, თუ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელი შეიძლება იყოს ეს, გაეცემა კონკრეტული პასუხები. ეს ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.