არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვარ დარწმუნებული, ვის წარმოადგენენ და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად განსხვავებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს, - ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მმართველი პარტიის ოთხი ყოფილი დეპუტატის, მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა განცხადებებს.
"არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, აშშ საქართველოს წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს შეეხება მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც საქართველოს საზოგადოებას წარმოადგენს.
არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვარ დარწმუნებული, ვის წარმოადგენენ და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად განსხვავებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, რომ, ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ს წაუყენეს, უგუნური შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია", - თქვა კელი დეგნანმა.
16 აგვისტოს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი ანტიამერიკული წერილი გაავრცელეს.