პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშს.
ხოშტარიას თქმით, ანგარიშით გამოჩნდა, რომ "ოცნებისა და ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა".
"კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირის კანდიდატობის მიღების. მას შემდეგ რაც ჩვენ, ერთის მხრივ გვითხრეს, რომ ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია თითქმის 2 თვე და ვკითხულობთ ანგარიშს, სადაც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებებით გვაქვს ჩავარდნები.
მე ბრიფინგს არ ვაწყობ იმისთვის, რომ რაიმე ილუზია შევქმნა და მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მათ რაიმე გააკეთონ, იმიტომ რომ ეს წერტილი არის ამოწურული, ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოცნების პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა. ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერი და ვალი არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან.", - ამბობს ელენე ხოშტარია.