ეუთოს სამიტი ასტანაში მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის _ კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე დასრულდა.
დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.
სამიტის მთავარ შედეგად კი ასტანის დეკლარაციის მიღება გამოცხადდა, რომელშიც ნათქვამი ახალი არაფერია.
ეს არის ორგვერდიანი დოკუმენტ, რომელიც 13 პუნქტისგან შედგება, თუმცა, მასში არანაირი სიახლე არ არის.
ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს ლიდერი ერთგული რჩება კვალავაც იმ პრინციპების, რომელიც ეუთოს წევრ-სახელმწიფოებს აერთიანებს და ეს არის ერთგვარი საიუბილეო დოკუმენტი ჰელსინკის აქტის 35 წლისთავთან დაკავშირებით.
ასტანის სამიტის შემდეგ ეუთოს წევრ-სახელმწიფოებს უნდა მიეღოთ კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი დოკუმენტი - ეს იყო სამოქმედო გეგმა, რომელიც კონფლიქტების მოგვარების საკითხში მთავარი დოკუმენტი უნდა გამხდარიყო. თუმცა ამ სამოქმედო გეგმის მიღება ვერ მოხერხდა, რის გამოც ეუთოს წევრი სახელმწიფოს თითქმის ყველა წარმომადგენელმა სამიტის დასრულების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა.