„მოღალატეობრივი, მავნებლური ბოდვა რომ შევყაროთ ერთად, რაც კი ამ წლების განმავლობაში გაგვიგია და ყველანაირი თეორიები, ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან”, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების მხრიდან ამერიკის საელჩოზე გავრცელებულ წერილს.
„დარწმუნებული ვარ, პირადად მისი ნაკარნახევია ეს, ნაწერზე ეტყობა ეს, მაგრამ მნიშვნელობაც არ აქვს მაგ დეტალს. ეგ არის ამ კაცისა და მისი გარემოცვის არსი, საკუთარი ინტერესებისთვის უტიფარი ბოდვით ქვეყნის ინტერების ღალატი, თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება და საქართველოს მარტო დატოვება”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ