ყველა იმედის თვალით უყურებს პროცესს, იქნება ჰუმანიტარული კორიდორი მაინც გავუკეთოთ მიხეილ სააკაშვილს, რომ გადავიყვანოთ და შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში.
„სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ამდენი აქვს გაკეთებული, ჩვენ მოგვწონს არ მოგვწონს ობიექტურად თითქმის ყველა რეფორმა, მასთან არის ასოცირებული, რა გახდა ამისთანა, რა ვალიდან ვერ ამოვედით ბიძინა ივანიშვილის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში ვკლავდეთ. ეს ხომ არ არის ერთი პარტიის პრობლემა, ერთი ოჯახის პრობლემა, ამაზე თანხმდება საზოგადოება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში პენიტენციურ დაწესებულებაში არ უნდა გიკვდებოდეს. ეს ხომ ელემენტარული ამბავია, რაც არ ესმის ხელისუფლებას. ყველა იმედის თვალით უყურებს პროცესს, თუ ამ ქვეყანას არ გამოადგება, იქნება ჰუმანიტარული კორიდორი მაინც გავუკეთოთ, რომ გადავიყვანოთ და შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დოლიძემ.