შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ტელეარხ NBC-ის ეთერში, 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საცხოვრებელ სახლში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.
პელოსის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებლის ჩხრეკა "სერიოზული ნაბიჯია", თუმცა "კანონზე მაღლა არავინ დგას".
"ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის. ესაა სწორედ ჩვენი ქვეყანა და კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი არ დგას - არც აშშ-ის პრეზიდენტი, არც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი", - თქვა პელოსიმ.
მისივე თქმით, მას მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც საჯაროდ გაჟღერდა და დაელოდება მოვლენების განვითარებას.