საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებას აფასებს.უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება:
"დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ. ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა - 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის - ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს.
ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს - არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს - მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია - ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.
მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს - ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე. საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება.
სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე - ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი. არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის - ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან - 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა.
დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად", - წერს მიხეილ სააკაშვილი.