ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" აქცია გამართეს
"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო "ნუ გაურბიხართ კონფლიქტის ზონის მოსახლეობის პრობლემებს".
აქციაზე დაახლოებით 50 დემონსტრანტი იმყოფებოდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა სულხან ღლონტმა განუცხადა, შემდეგი აქცია პრეზიდენტის სასახლესთან იგეგმება.
მისი თქმით, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და იმ პრობლემების მოგვარება, რომელსაც მათი ლიდერი ირაკლი ალასანია რეგიონებში ვიზიტისას მოსახლეობისგან გაეცნო.