შეერთებული შტატები ვერ იტყვის ბიძინა ივანიშვილზე ან ნებისმიესრ სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, - ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეარხ "ფორმულას" ეთერში კითვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.
"შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე ან ვინმე სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე, არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან მსგავს გამოწვევას. თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად", - თქვა კელი დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანი თქმით, ივანიშვილთან შეხვედრისას მისი პირადი ფინანსების საკითხი არ განუხილავს.
„ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბარი… როგორც ვთქვი, მე ვხვდები ბევრ სხვადასხვა ადამიანს საქართველოში – ძალიან გავლენიან წარმატებულ ქართველებს, სტუდენტებსა თუ მასწავლებლებს. ამდენ განსხვავებულ ადამიანს იმიტომ ვხვდები, რომ მინდა, უკეთ გავიგო ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, ქართული ოცნებები და მისწრაფებები. მინდა, გავიგო, როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთ დაეხმაროს საქართველოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.