დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ.
მისი თქმით, დღეს სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ "ხავერდოვან გადაბარებაზე".
"ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე, რომ არ იყოს მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, თანამდებობის დატოვება "ორმხრივი გადაწყვეტილება იყო".
მისივე თქმით, მიზეზებზე, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას ცენტრის წინაშე ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრებს.
ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 5 აგვისტოს მედიაში გავრცელდა. ინფორმაცია მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.