დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. იტყობინება ტელეარხი "ფორმულა" რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
"ფორმულას" ინფორმაციით, გამყრელიძის გადადგომა მასსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.
როგორც იუწყებიან, გამყრელიძე პრემიერისგან მომატებული კოვიდშემთხვევების ფონზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდა, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს არ დაეთანხმა.
წყაროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დაუკავშირდა გამყრელიძეს და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთება მოსთხოვა.
"ფორმულას" ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მათთან საუბარში თქვა, რომ გამყრელიძე აგრძელებს მუშაობას.
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.