"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში პარლამენტი უახლოეს მიომავალში ცვლილებებს შეიტანს. წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონით განსაზღვრულ ორგანოებს კულტურის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ ცალკეულ ტერიტორიებზე გასცენ ნებართვები განაშენიანებაზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტერიტორია ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული.
იგივე სახის ნებართვას ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გასცემს ქალაქ თბილისის მერიია, მერიისა და სამინისტროსთან წარმოამდგენელთაგან შექმნილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილების საფუძველზე გასწორდება სამართლებრივი ხარვეზი და კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებით ზუსტდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თბილისის მერიის კომპეტენცია ნებართვების გაცემის სფეროში", _ განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ანდრო ალავიძემ.